“მე ვამართლებ იმ ხალხს, მეგრელებს, ვინც "ნაციონალებს" მისცა ხმა. ვისთვის უნდა მიეცათ ხმა გაფიცებ ყველაფერს?" _ ეს განცხადება, გია კორკოტაშვილმა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გააკეთა.
გადაცემა "პრიორიტეტებში" კორკოტაშვილი კორცხელში "ნაციონალური მოძრაობის"გამარჯვების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მოსახლეობას არჩევანი არ ჰქონიათ, იმიტომ, რომ ორივე კანდიდატი, როგორც "ქართული ოცნების" მიერ დაყენებული ასევე "ნაციონალური მოძრაობის", "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო წარდგენილი.
წყარო: პირველი რადიო