საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
ირაკლი შოთაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღებში ინტერპოლის სამსახური მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყება.
განცხადება შოთაძემ ზუგდიდში, გიგა ოთხოზორიას პანაშვიდიდიან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ოთხოზორიას მკვლელს უკვე ბრალდებულის სტატუსი აქვს და ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
რაც შეეხება მის დაკავებას. მთავარი პროკურორის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია არ მისვლიათ.
წყარო: www.2030.news