ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან გამოსაშვებ გამოცდებზე 803 მოსწავლე იყო რეგისტრირებული. აქედან, 187-მა მოსწავლემ გამოცდა ვერ ჩააბარა.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოსწავლე ინგლისურსა და მათემატიკაში ჩაიჭრა:
_ გვაქვს სკოლები, სადაც არცერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა _ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში არცერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა და ყველამ გადალახა ზღვარი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას იმედაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი ჩაჭრილი მოსწავლე სოფლის სკოლებიდანაა.
იმედაშვილის თქმით, წელს ოზურგეთიდან ეროვნულ გამოცდებზე 428 აბიტურიენტია რეგისტრირებული და მათგან 38-მა გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა.
ამავე თემაზე: გამოსაშვები გამოცდების წინასწარი შედეგებით გურიაში ჩოხატაური ლიდერობს