UKRAINE TODAY-ის ინფორმაციით, რუსეთი დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებას სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით "აბსურდულს" უწოდებს.
როგორც ცნობილია, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა მინსკის შეთანხმებას შესრულებას უკავშირდება, მაგრამ კრემლი უარყოფს პასუხისმგებლობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, სიტუაცია პარადოქსულია.
"სიტუაცია პარადოქსულია. აბსურდულია, რომ დიდი შვიდეულის მიერ რუსეთისთვის სანქციების გაუქმება მხოლოდ მინსკის ხელშეკრულების პირობების შესრულების შემდეგ მოხდება,"_განაცხადა რიაბკოვმა.
როგორც ცნობილია, მინსკის ხელშეკრულების თანახმად მოსკოვმა აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.
"მსოფლიო ლიდერების პრეტენზიები არარეალურია, რადგან იქ რუსი სამხედროები არ იმყოფებიან,"_აცხადებს რიაბკოვი.
ამავე თემაზე