ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, სოფელ მაჩხვარეთის ბაგა-ბაღში მწვავე ინფექციური დაავადების ჩუტყვავილას გავრცელების გამო, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დროებით შეჩერებულია.
სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლება 13 ივნისიდან იგეგმება.
პრევენციის მიზნით მაჩხვარეთის ბაგა-ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.