მალე მოცხარიც დამწიფდება. მოცხარის ტორტი მარწყვის ტორტს არ ჩამოუვარდება, თუ კარგად მოვამზადებთ.
საჭირო მასალა: ოთხი კვერცხი, ოთხი ჭიქა ფქვილი, 250 გრამი კარაქი ან მარგარინი, ორიჭიქა შაქარი, 100 გრამი ნუშის გული ( თუ არ გვაქვს, ჩავანაცვლოთ ნიგვზით). კილონახევარი წითელი მოცხარი, ცოტა დარიჩინი, ვანილი.
მომზადების წესი: მიქსერით კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. დავამატოთ დარიჩინი, ფქვილი და მოვზილოთ ფხვიერი მასა. შემდეგ ეს ცომი ჩავდოთ ცხიმწასმულ ფორმაში. გამოვაცხოთ აირღუმელში.
მოვამზადოთ მოხარშული კრემი. ბისკვიტი გავყოთ ორ ფენად, შუაში მოვაყაროთ ნიგოზი ან ნუში. შემდეგ კრემი გავყოთ ორ ნაწილად. ერთში ჩავყაროთ მოცხარი (ცოტა დავიტოვოთ მოსართავად), ბისკვიტზე გავანაწილოთ. ბისკვიტს კიდეებზე შემოვუწყოთ წინასწარ გამზადებული ბეზეები. მზა ტორტი ზემოდან მოვრთოთ შპრიცში ჩადებული კრემით და მოცხარით. შევდოთ მაცივარში ორი საათით.