ზამთრის პერიოდში, ფუტკრის გამოსაკვებად მეფუტკრებს ვურჩევთ მცენარის ნაყენს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არის ნაცადი ფუტკრების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მით უფრო, საჭიროა, დღეს მივუბრუნდეთ ხალხურ მეთოდს, რადგან ქართული თაფლის შესახებ საგანგაშო სიგნალი გაისმა _ ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენი თაფლი უხვადაა გაჯერებული ანტიბიოტიკებით და ევროპული ბაზარი ამ ხარისხით მას არ მიიღებს.
ივნისში (ასევე ზაფხულში) შესაძლებელია არაერთი მცენარის, მაგალითად ჭინჭრის, ასფურცელას, გვირილას, მინდვრის შვიტას აღება. შემდეგ კი ფუტკრისთვის ზამთრის პერიოდში გამოვიყენოთ ამ მცენარეების ნაყენი და არ გავჭყიპოთ ის ანტიბიოტიკებით. აღებული მცენარეები არ უნდა გავრეცხოთ, გავაშროთ ჩრდილში, მზის გარეშე.
როგორ მზადდება ნაყენი? ცოტ-ცოტა ასფურცელას, გვირილას, ბაბუაწვერას, კატაბალახას გამხმარ მასას დავასხამთ ერთ ლიტრ ადუღებულ წყალს. გაგრილების შემდეგ ვწურავთ. მას იყენებენ, როგორც მასალას წამლისთვის. 10 გრამი ჰყოფნის 100 ლიტრ წყალს. კიდევ _ ჭინჭარს, მინდვრის შვიტას და მუხის ქერქს ცივ წყალში დააყენებენ ცოტა ხნით, მერე წამოადუღებენ ათი წუთით. გაგრილების შემდეგ გაწურავენ და ზემოთ აღნიშნული წესით საკვებ სითხეს დაუმატებენ. ამ მასას კიდევ უნდა გაერიოს ერთი სადილის კოვზი მარილი, შემდეგ მზა ნაყენს ასხამენ ფიჭაში.