ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზაზა ლორია დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მსაქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.
"სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩა №44-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზაზა ლორიამ განზრახ მოკვლის მიზნით, რევაზ გურგენიძესმიაყენა შემავალი ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად რევაზ გურგენიძე, გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზაზა ლორია ბრალდებულის სახით 18 სექტემბერს დააკავეს.
მოსამართლემ ზაზა ლორიას ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", _ ნათქვამია განცხადებაში.