საქართველოს მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საპროცესო შეთანხმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების ოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.
ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ დღეს საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავარი პროკურორის ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წელს საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტში 24 278 229 ლარია შესული, რაც შეეხება 2016 წელს, 4 თვეში ბიუჯეტი საპროცესო გარიგებებიდან შემოსული 6 382 322 ლარით შეივსო.
გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია წინა წლების სტატისტიკური მონაცემებიც. რომლის მიხედვითაც, ყველაზე დიდი თანხა ბიუჯეტში საპროცესო გარიგებებიდან 2010 წელს არის შესული – 96 227 536 ლარი. 2009 წელს ბიუჯეტში 61 989 122 ლარი შევიდა; 2011 წელს – 71 242 335 ლარი; 2012 წელს – 67 302 782 ლარი; 2013 წელს – 61 136 543 ლარი; ხოლო 2014 წელს – 22 161 742 ლარი.
ამავე თემაზე: