გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 2 ივნისს თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეეზღუდება.
როგორც ცნობილია, 2 ივნისს ელექტრო ენერგიის მიწოდება 10 საათიდან 17 საათამდე შეუწყდება: გლდანის რაიონის „ა“ და VII მიკრორაიონების, სამგორში,ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის გასასვლელის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, ენუქიძის, მებაღეობის და ქიზიყის ქუჩების,ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის ჩიხის, ქართლის, გვაზაურის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის და ღრმაღელეს ქუჩების, კრწანისში, სულთნიშნის, იეთიმ გურჯის, ავლევის და ვერცხლის ქუჩების, საბურთალოზე კი ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, საირმის გორის, შმიდტის, შარტავას, კანდელაკის, საირმის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ვასო გოძიაშვილის, ცაგარელის, ნუცუბიძის და ჭილაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.