აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დროში" ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას ინტერვიუ მისცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ინტერვიუს დასაწყისში ისაუბრა ვეტოზე, რომელიც მან გუშინ გამოიყენა, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
კითხვას, თქვენს განცხადებებს მოჰყვა პრემიერის კომენტარი. მან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს. რამდენად გაქვთ ამის მოლოდინი, თუ წინა შემთხვევებს გავიხსენებთ? – მარგველაშვილმა ასეთი პასუხი გასცა. ''პრემიერ-მინისტრის პოზიციისგან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი მაქვს. როდესაც იღებდნენ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე, მე თავიდანვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება. შემდეგ, ბუნებრივია, როდესაც მივიღეთ კანონი კანონში და გამოჩნდა, რომ მიღებული ცვლილებები ფაქტიურად საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს არა ფუნქციონერებად აქცევს.
ბუნებრივია ჩვენ ჩავრთეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჩავრთეთ ვენეციის კომისია და ის რაც უნდა გაკეთებულიყო უმოკლეს ვადაში, მოვახერხეთ ვენეციის კომისიისგან. მივიღეთ მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა და ამ მსჯელობის დროს წითელი ხაზები იყო ვენეციის კომისიის პოზიციები. ასევ ვთქვით, მოდით ამ ჩარჩოებს ნუ გადავალთ და ამ ჩარჩოებს შიგნით ვიპოვოთ კონსესუსი. ასეთი კონსესუსი შედგა, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი განწყობილია თანამშრომლობისკენ და ეს არის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება მუშაობა. მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ კონსესუსიდან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს, დარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ეფექტურმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა.
კმაყოფილი ამ ვითარებაში ბოლომდე არავინ არ იქნება. ალბათ, სხვა პოზიცია აქვთ პოლიტიკოსებს, რაღაც პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბოლომდე კმაყოფილი სავარაუდოდ ვერ იქნებიან, მაგრამ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ჩვენ შევძელით და მივედით კონსესუსამდე და ეს კონსესუსი არის ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებაში და ფარგლებში. " – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.