სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა შეძლებელი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი: ხის სკა (რუტი, დადანბლანტი) ან/და პენოპოლისტიროლი, ჯამურად 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) ღირებულების 30%-ად გადაეცემათ კოოპერატივებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე თითოეული კოოპერატივის მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს უფასოდ ჩაუტარებს ლაბორატორიულ შემოწმებას.
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას "თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერი სსახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით, როგორც მონაწილი სსაკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე , რაც ხელს შეუწყობს მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები და შშმ პირები პროგრამის ფარგლებში განსახორცილებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ მათი ღირებულების 20%-ად. მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უკვე მიიღო 7588 სკა.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპის შედეგად 51 კოოპერატივს გადაეცემა 3609 სკა, 19 კოოპერატივი მიიღებს 19 ერთეულ თაფლის საწურს და ჯამურად 41, 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელს.
სახელმწიფო პროგრამაშ ირეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.acda.gov.ge
პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: http://acda.gov.ge/index.php/geo/static/175
(R)