"მინდა ნათლად ვთქვა, რომ იმ შემთხევაში თუ შესაძლებელია ამ პროცესების შედეგად შეიცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და მენეჯმენტი, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ და ამ საკითხის მიმართ არ შეიძლება ტოლერანტული მიდგომა" _ იან კელის ამ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის ელჩმა "რუსთავი 2-ის" ირგვილ მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა, განმარტებებს ითხოვს პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე.
წესით, ბატონმა ელჩმა უნდა განმარტოს, რამდენად ზუსტად არის გადმოცემული მისი აზრი და რის თქმა სურდა, თორემ ძალიან არაკორექტულად გამოიყურება ეს განცხადება _ წერს ფეისბუქში ვასილ მაღლაფერიძე.