ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, კურორტ გომისმთაზე ექსტრემალური სპორტული შეჯიბრი "off-road" ხვალ გაიმართება. ღონისძიება პროექტ "ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე" ფარგლებში მოეწყობა და ჯიპ-ტური დაბა ურეკიდან დაიწყება და კურორტ გომისმთაზე დასრულდება. ღონისძიებაში მონაწლეობას მიიღებს ლენდ როვერის მფლობელთა კლუბი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოეწყობა გურიის ტურისტული ზონების ამსახველი ფოტოგამოფენა.
"ეს იქნება ერთდღიანი სანახაობრივი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 12 ჯიპის მარკის ავტომანქანა. მანქანები დაეშვებიან შემაღლებული ადგილებიდან და გადალახავენ სპეციალურ ბარიერებს." – გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.