სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ს საქმის განხილვა მიმდინარეობს. სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შესახებ ნათია გუჯაბიძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე სიტყვით გამოვიდა. მან რუსთავი 2-ის საქმე არ აიცილა.
"იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი. არანაირი დევნა ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს," – განმარატვს მოსამართლე.
სასამართლო კოლეგიის მოსამართლის განმარტებით, არც დისციპლინური სამართალწარმოება და მათ შორის, არც სარეკომენდაციო ბარათი მის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული.
"მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, არანაირი ემოცია – არც დადებითი და არც უარყოფითი ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს," – აცხადებს გუჯაბიძე.
ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაშვება ითხოვეს, რაზეც მათ უარი უთხრეს, რის გამოც პროცესზე კამათი მიმდინარეობს.
სხდომა დატოვა პოლიტიკოსების ნაწილმა, მათ შორის პაატა დავითაიამ და ბაჩუკი ქარდავამ.