კურორტ ურეკსა და გომისმთაზე ჯიპ-ტური მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა აჭარის "off-road" კლუბის წევრებმა და "Land Cruiser"- ის ჯიპებმა მიიღეს.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები დაესწრნენ.
შეჯიბრის დასასრულს ღონისძიების ყველა მონაწილეს გამგებელმა სპეციალური სიგელები გადასცა.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე, ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.