ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის თქმით, "კავკასია" "გამბედაობის შეჯიბრში მონაწილეობას არ აპირებს":
"დიდი ვნებათაღელვაა და ორიოდ სიტყვას მეც ვიტყვი ივანიშვილის და მედიის ხვალინდელ შეხვედრაზე, ვინაიდან ბევრი მეკითხება რას ვაპირებთ.
ვაპირებთ შემდეგს: შეხვედრას დაესწრება კავკასიის ჟურნალისტი თაკო მერაბიშვილი, რომელიც დასვამს კითხვებს ისე, როგორც მისი პროფესია მოითხოვს.
არ ვაპირებთ გამბედაობის შეჯიბრში მონაწილეობას. მაგ ასაკიდან დიდი ხანია გამოვედით და მგონი, დიდი ხნის წინ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის “შეუბედავი“ რესპოდენტები არ არსებობენ.
რესპონდენტი არის რესპონდენტი _ იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი თუ დალაილამა.
ასევე არ ვაპირებთ ტერიტორიული კონფლიქტებში თუ სხვადასხვა ტიპის კინკლაობაში მონაწილეობას. ვეცდებით ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ სადაც იქნება და როგორც იქნება" _ წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.