საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის წინასაარცევნოდ რეგიონებში სტუმრობას და საზოგადოებასთან შეხვედრებს გეგმავს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნები არ გახლდათ არჩევნები, მას სხვა დატვირთვა ჰქონდა.
"ახლა იქნება იმაზე კარგი და არანაკლები არჩევნები, რომელიც ახალი გუნდის მეშვეობით ჩატარდა. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნები. საზოგადოებას ვთავაზობთ რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ამისთვის ვაპირებ ყველა რეგიონში ჩასვლას, ადგილობრივ აქტივთან და ჟურნალისტებთან შეხვედრას. ვაპირებ დავახასიათო თითოეული პოლიტიკური ძალა და წარმოვუდგინო საზოგადოებას ვინ როგორია. მთავრობა როგორია, როგორი უნდა იყოს, ასევე მედიაც… ყველა იმ საკითხებს შევეხები რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს საზოგადოებამ", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრას მოდერატორი გიორგი უძილაური უძღვება.