თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო მერიის ცხელ ხაზთან დაკავშირება დროებით შეუძლებელია.
"თბილისის მერიაში ტექნიკური ხარვეზის გამო ინტერნეტი მიუწვდომელია. შესაბამისად, შეუძლებელია ცხელ ხაზთან დაკავშირება და შეფერხებით მუშაობს მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება, თუმცა განცხადებები მაინც მიიღება. ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებია რაიონულ გამგეობებშიც.
ამავდროულად, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე 25-ე ბაგა-ბაღში გამოცხადებული რეგისტრაცია, რომელიც დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო ვერ მოხერხდება. რეგისტრაცია პარასკევს, 10 ივნისს, 12:00 საათზე განახლდება.
ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელადმერიი ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისათვის".- ნათქვამია განცხადებაში.