ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზრით, სასამართლოში მიმდინარე "რუსთავი 2"-ის პროცესები, სავარაუდოდ, არჩევნებამდე ვერ დასრულდება.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ახლა ტელევიზიაში მენეჯმენტის შეცვლა აბსოლუტურად მიუღებელი და არასასურველია.
ჯერ სააპელაციო პროცესები არ დასრულებულა და კიდევ წინ არის უზენაესის პოცესები. მაქვს მოლოდინი, იქნებ არც დასრულდეს პროცესები არჩევნებამდე. თქვენი შფოთვიდან გამომდინარე, როგორც ვხვდები იქ პროცესები კარგად არ მიმდინარეობს. სასამართლოდში მე არ ვიცი პროცესები როგორ გადაწყდება. 50-50-ზე ვიტყოდი. ჩემი სურვილია ეს არ გადაწყდეს არჩევნებამდე, მეორეც, იქნებ თქვენი შფოთვა ტყუილია და მოსამართლეებს ტყუილად აგინებთ. და თუ ეს მაინც მოხდა, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი, ცუდია", _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა "რუსთავი 2" ყველაზე კარგი ინსტრუმენტია იმისტვის, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე კარგი შედეგი მიიღოს არჩევნებში".