ავსტრალიაში მომხდარი შტორმის შემდეგ სიდნეის სანაპირო 50 მეტრით შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიწის ეროზიის შედეგად სიდნეის სანაპიროზე მდებარე ექსკლუზიურ სახლებს დაშლის საფრთხე ემუქრება.
როგორც ცნობილია, ავსტრალიაში შტორმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაიკარგა.
ავსტრალიის სადაზღვევო საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, ბევრი სადაზღვევო კომპანიები ზღვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გამორიცხავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ტასმანიაში სამი მდინარის ადიდების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, რის გამოც ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.