ჩემს წერილთან დაკავშირებით წამოსულ რეპლიკებში ორი "ჟემჩუჟინა", ორი ბრილიანტი შემხვდა – ერთი ირმა ნადირაშვილის და მეორე მერაბ მეტრეველის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ირმა ნადირაშვილმა გააკეთა სიცილისმომგვრელი განცხადება – ეს არისო მედიის თავისუფლება, ონლაინში ვუყურებ სასამართლოსო. მეორე კი მერაბ მეტრეველის რეპლიკა ვნახე, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას მოანდომა მთელი წერილი და წერილში მეტი არაფერი წერიაო. მერაბ მეტრეველი, ჯერ "კვირის პალიტრიდან" გვმოძღვრავდა და ჩემი აზრით, ვერ მალავდა აგრესიულ დამოკიდებულებას ხელისუფლებისამდი, იმის შემდგომ ტელეკომპანია "კავკასიიდან". ის არ იყო ობიექტური ჟურნალისტი", _ განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებს ხვდება.