გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 8 ივნისს თბილისის უბნების უმეტეს ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდება.
როგორც ცნობილია, 10 საათიდან 17 საათამდე ელექტრო ენერგია შეუწყდება შემდეგ უბნებს:
სამგორის რაიონში ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს;
კრწანისის რაიონში სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალას III, IIIა მიკრორაიონების, ზემო ფონიჭალის, სოფელი თელეთის, რუსთავის გზატკეცილის, გუდიაშვილის მოედნის, ჟორდანიას, სურგულაძის, ლომინაძის, ღოღობერიძის, აბესაძის, ლერმონტოვის, ბეთლემის, აბო თბილელის, ახოსპირელის, კუფტინის, გრიგოლ ხანძთელის, საითნოვას, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ნავთლუღის დასახლების I, IX, X, XII ქუჩების, ხარაბაძის და ტატიშვილის ქუჩების, ასევე მათიაშვილის, ქობულაძის და ჩოჩუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, ხიზაბავრის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, ტეტელაშვილის, მარჯანიშვილის და დგებუაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში არსენალის მთის, ახალი არსენალის I ქუჩის, სააკაძის, ეკატერიენე ჭავჭავაძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, დიდუბის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, რომელაშვილის, გუდამაყრის, მექანიზაციის, ცოტნე დადიანის, ღრმაღელეს, ზესტაფონის, ღოღობერიძის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, დელისის III ქუჩის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილის, ონიაშვილის, კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მოსალოდნელი დისკომფორტის გამო.
როგორც ცნობილია, თბილისის უბნების უმეტეს ნაწილს ელექტრო ენერგიის მოწოდება გეგმიური სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.