"წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან პირველივე დღეს, "რუსთავი2"-ის კორესპოდენტის და გაზეთ "გურიის მოამბის" დამფუძნებლის, ლადო მენაბდის დაკავება სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, ძალის დემონსტრირების მცდელობა მედიისა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფის მიზნით." – ამბობს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, თემურ სალუქვაძე.
მისივე თქმით, ჟურნალისტის საქმიანობაში უხეში ჩარევა და მისი თავისუფლების უკანონო, გაურკვეველი მიზნებით აღკვეთა საფრთხეს უქმნის ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს და ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მაქვს გონივრული ეჭვი, დაშინების პოლიტიკა ოზურგეთში, თანდათან უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ არჩევნებზე, რადგან საკადრო პოლიტიკა, რომელსაც "ოცნება" აწარმოებს, სამართალდამცავი სტრუქტურებითა და კადრებით სახელმწიფო ინსტიტუციების მართვა, სწორედ იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც წლები ებრძოდა ჭეშმარიტი ოპოზიცია.
" ეს არ გვაშინებდა არსებული რეჟიმის დროს, მითუმეტეს, უსუსურია ამ ხელისუფლების მცდელობა, გააგრძელონ ისეთივე სახიფათო „თამაშები“, რომლის მოთმენას ნამდვილად არ შეეგუება ამ ქვეყნის არცერთი საღად მოაზროვნე მოქალაქე! სცენარი ნაცნობია! ჩვენ გვახსოვს 2012 წელი! თუმცა, გვახსოვს, ხალხის ნებით და მხარდაჭერით უარყოფილი მოძალადე ხელისუფლებაც!. წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს. არჩევნებზე მისული თითეული მოქალაქის მიზანი და მოტივაცია დემოკრატიული, ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების არჩევა უნდა იყოს. საქართველო არასოდეს ეგუებოდა ძალმომრეობით სისტემებს. თავისუფლებისმოყვარე, ბრძენი ქართველი ხალხი უკეთეს ხელისუფლებას იმსახურებს, ამ მომავლის ათვლა კი, ყველამ ერთად 8 ოქტომბრიდან უნდა დავიწყოთ!"-თქვა თემურ სალუქვაძე.
R