საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ მოსწავლეების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ოთხმა მოსწავლემ რვავე საგანში 10-10 ქულა მიიღო.
"გაიცანით მოსწავლეები, რომლებმაც გამოსაშვები გამოცდების რვავე საგანში უმაღლესი შეფასება – 10 ქულა მიიღეს:
მარიამ ჯელაძე – რუსთავის #4 საჯარო სკოლა
ზურაბ ზაალიშვილი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი
ზაზა მანაგაძე – თბილისის #145 საჯარო სკოლა
ლაშა ჭიპაშვილი – რუსთავის #4 საჯარო სკოლა", _ აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც სოციალურ ქსელში უწყებამ ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა.