"პატრიოტთა ალიანსიდან" მანუჩარ მაჩაიძის წასვლას ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ვწუხვარ, რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი. ბატონი მანუჩარ მაჩაიძის დღევანდელი განცხადება, უბრალოდ, უზნეობაა. მანუჩარ მაჩაიძემ ჩვენი პარტია დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვუთხარით საპარლამენტო სიის ხუთეულზე. მოგეხსენებათ, ბატონი მანუჩარი თბილისის საკრებულოს წევრია. მას საკრებულოში კიდევ 1 წლის სამუშაო აქვს და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო სიაში ის ამჯერად არც მეხუთე ნომერი უნდა ყოფილიყო და საერთოდაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, ანუ უნდა დარჩენილიყო საკრებულოში. მანუჩარ მაჩაიძე გაბრაზდა და პარტია დატოვა. მისი საუბარი "მერაბიშვილის მეგობრებზე", უბრალოდ, სამარცხვინოა და აბსურდია. ამასთან, ჯერ ჩვენი პარტიის საარჩევნო სია არ არსებობს. არც ათეულია განსაზღვრული და არც ხუთეული. ამ ეტაპზე მკაფიოდ მხოლოდ იმისი თქმა შეიძლება, რომ ნიკა რამიშვილი არანაირ სიაში არ არის. ძალიან ცუდია, როცა კაცი გუნდიდან მიდის და, შურისძიების მიზნით, აბსურდულ განცხადებას ავრცელებს. ცხოვრება 8 ოქტომბრის არჩევნებით არც იწყება და არც მთავრდება. სახეს თუ შევინარჩუნებთ, მხოლოდ წაადგება ადამიანურ ურთიერთობებსაც და ქვეყანასაც.
სხვა კომენტარს არ თემაზე ამ გავაკეთებ.
P.S. ნიკა რამიშვილი არც ვანო მერაბიშვილის მეგობარია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი", _ წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.