ორშაბათს, 13 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართა, სადაც უმაღლეს ლიგაში მოთამაშე 14 გუნდი ორ შვიდ-შვიდ გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდა.
კენჭისყრის შედეგად ლანჩხუთის "გურიას" ე.წ. თეთრ ჯგუფში მოუწევს ასპარეზობა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან თბილისის "ლოკომოტივი", ქუთაისის ტორპედო", საჩხერის "ჩიხურა", ცხინვალის"ცხინვალი", თბილისის "დინამო" და ქობულეთის "შუქურა".
გათამაშების მეორე, ანუ წითელი ჯგუფი კი ასე დაკომპლექტდა: გორის "დილა", ზუგდიდის "ზუგდიდი", "დინამო" ბათუმი, ბოლნისის "სიონი", "საბურთალო" თბილისი, სამტრედიის "სამტრედია" და ფოთის "კოლხეთი".
უმაღლესი ლიგა სტარტს შვიდ აგვისტოს აიღებს. გათამაშების პირველ ტურში "გურია" საკუთარ სარბიელზე ცხინვალის "ცხინვალს" უმასპინძლებს.
გარდამავალი ეტაპის პირველი წრის დანარჩენი შეხვედრების კალენდარი ასე გამოიყურება:
თბილისის "დინამო" _ "გურია";
"გურია" _ "შუქურა";
"ლოკომოტივი" _ "გურია";
"გურია" _ "ტორპედო";
"ჩიხურა"_"გურია".
ამასთანავე, 15 აგვისტოს საქართველოს თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართება, 24 აგვისტოს კი, დაიწყება თასის პირველი ეტაპი.