https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ზოგჯერ ოჯახის წევრები გოგოს “ზედმეტ ტვირთად” მიიჩნევენ”

17:06; 16.06.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

15 წლის ნია ასათიანი ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლეა. მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციაზე მან გააგზავნა თემა, სადაც ნაადრევ ქორწინებაზე წერს.

"საქართველოში ხშირია ნაადრევი ქორწინების შემთხვევები. ჩვენთან ადრეული ქორწინების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. საქართველოში მცხოვრები ქალების 17 პროცენტი 18 წლის შესრულებამდე ქორწინდებიან.

ორსულობა და მშობიარობა ახალგაზრდებში, განსაკუთრებით, 18- წლამდე ასაკის მოზარდებში, როგორც დედისთვის, ასევე, ბავშვისთვის გარკვეულ რისკს უკავშირდება.
ცნობილია, რომ 15-19 წლის ასაკის გოგონებში ორსულობისა და მშობიარობის გართულებით გამოწვეული სიკვდილიანობა 2-ჯერ , ხოლო 15- წლამდე ბავშვებში 5-ჯერ უფრო მაღალია 20-30 წლის ასაკის ქალებთან შედარებით. მოზარდ გოგონებში საკმაოდ ხშირია სამშობიარო ტრავმები და ინფიცირება მშობიარობის დროს , რაც შემდგომში მათ ინვალიდობას იწვევს . ადრეულ ასაკში გოგონებს აღენიშნებათ ნაადრევი მშობიარობა, (მშობიარობის ნორმალური ვადაა მე-40 კვირა, ნაადრევია მშობიარობა ორსულობის 20კვირიდან 36 კვირამდე ) ორსულობისა და მშობიარობის სხვადასხვა გართულება ორგანიზმის მოუმწიფებლობის გამო. გარდა ამისა, მცირეწლოვანი გოგონები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ორსულობის გართულების ნიშნების შესახებ, არ თვლიან აუცილებლად ექიმთან ვიზიტებს  ორსულობის პერიოდში, რაც კიდევ უფრო რისკის ქვეშ აყენებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას. მოზარდი გოგონების მიერ გაჩენილი ბავშვის სიკვდილიანობა 1-წლამდე ასაკში 1,5-ჯერ აღემატება ზრდასრული ქალების ბავშვების სიკვდილს.

გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ადრეულ ასაკში ქორწინება მთელ რიგ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ასოცირდება.

გურიის რეგიონშიც ხშირია ნაადრევი ქორწინება, განსაკუთრებით, მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობით დასახლებულ უბნებში (ნარუჯა, ნასაკირალი, ლაითური) ოზურგეთში ქალთა კონსულტაციაში 1 წლის განმავლობაში ორსულთა მეთვალყურეობას გადის, დაახლოებით, 500-600 ორსული. აქედან 2% ადრეულ ასაკში ორსულობაა.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ პრობლემების სიმწვავის შესამცირებლად საჭიროა სქესობრივი განათლების შეტანა საშუალო სკოლებში. შეყვარებულმა მოზარდებმა უნდა იცოდნენ როგორ დააღწიონ თავი ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას ისე, რომ არ დაკარგონ ერთმანეთი. ყოველივე ეს კი დიდწილად განსაზღვრავს ორსულობისა და იძულებითი ქორწინების პრევენციას, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, პრობლემას ფიზიოლოგიურის გარდა, ასევე აქვს მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული შემადგენელი, რომელთა დასაძლევად საჭიროა სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევა", _ ვკითხულობთ ნია ასათიანის ნაშრომში.

ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე ამბობს, რომ  სკოლიდან 2015 წელს სამი გოგონა გათხოვდა.

"მე, პირადად, არ ვემხრობი ნაადრევ ქორწინებას. კარგი იქნება თუ ჯერ ახალგაზრდები ისწავლიან და შემდეგ შექმნიან ოჯახს. ხშირ შემთხვევაში, უფროსების რჩევებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მოზარდები.

ჩვენს სკოლაში არის ერთი გოგონა, რომელმაც წელს დაამთავრა სკოლა. ის ძალიან კარგი მოსწავლე იყო.  2015 წელს გათხოვდა და უკვე ჰყავს შვილი. მიუხედავად ამისა, სკოლაში აქტიურად ერთვებოდა სხვადასხვა ღონისძიებებში და სასკოლო პროცესში. ასეთი შემთხვევები გამონაკლისია.
2015 წელს კიდევ ერთი გოგო გათხოვდა, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო და გათხოვების შემდეგ სკოლაში იშვიათად დადიოდა,"
_ გვითხრა ფატი სიორიძემ.

"გურია ნიუსთან" ნაკლებად საუბრობენ ნაადრევად დაქორწინებულები.

"ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება და ამასთან დაკავშირებით არ მსურს საუბარი", _ გვითხრა ერთ-ერთმა ჩვენმა რესპოდენტმა.

"ადრეულ ასაკში ქორწინება  არის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს ჯერ არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკისთვის. ადრეულ ასაკში ქორწინება არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას. ეს უფლებები დაცულია გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით," _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" პროგრამის კოორდინატორი სალომე ქინქლაძე.

მისივე თქმით, ადრეულ ქორწინებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, ერთ-ერთია ეკონომიკური მიზეზი. ზოგჯერ ოჯახის წევრები გოგოს "ზედმეტ ტვირთად" მიიჩნევენ  და ამჯობინებენ,  რომ გაათხოვონ. ასევე, მნიშვნელოვანია კულტურული ტრადიციებიც, როდესაც ამა თუ იმ კულტურაში ქალის განათლებასა და კარიერულ წინსვლაზე წინ მისი, როგორც ცოლისა და დედის  ფუნქცია-მოვალეობებს აყენებენ.

"საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში, რომელიც ეთმობა გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებებს, ადრეული ქორწინების მაღალი რიცხვი სახელდება. ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ მოწოდებების მიუხედავად, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ადრეული ქორწინების პრაქტიკასთან მიმართებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2014 წელს 31 ათასზე მეტი ადამიანი დაქორწინდა, აქედან კი 4 ათასამდე, ანუ 13 პროცენტი, არასრულწლოვანი გოგონაა. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ცნობით კი, 2014 წელს საქართველოში 18-წლამდე მიუღწეველ გოგონებს შორის 14% იყო დაქორწინებული, ხოლო 15-წლამდე ასაკის _ 1%, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ მეშვიდე-მეცხრე კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად, ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 

საქართველოს კანონმდებლობით ადრეული ქორწინება რეგულირდება, მაგრამ არსებული ტრადიციები და კულტურა კანონს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს უნარჩუნებს,"_ გვითხრა სალომე ქინქლაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ნააადრევი ქორწინების სტატისტიკა ოზურგეთის საჯარო სკოლების ჭრილში საგანგაშოდ ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

"მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში,  ასეთი შემთხვევები ჩვენს რეალობაში  იყო, ქორწინების გამო სწავლის მიტოვების მაჩვენებელი ოზურგეთის საჯარო სკოლებში ნულის ტოლია.  დაქორწინების მიუხედავად, ასეთი ახალგაზრდები, მათი სურვილის შემთხვევაში, სწავლას საჯარო სკოლებში აგრძელებენ. ქორწინებაში მყოფი მოსწავლეები დღესაც სწავლობენ ჩვენს სკოლებში, კანონის შესაბამისად, იღებენ სრულ განათლებას და  საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზეც რეგისტრირდებიან", _ თქვა ლელა იმედაშვილმა.

ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები _ წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების ინდივიდუალური შემთხვევების შესწავლის, შესაბამისი უწყებების საქმიანობის მონიტორინგისა და საინფორმაციო შეხვედრების ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას, სწორედ, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია წარმოადგენს. 2015-2016 წლებში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის მუნიციპალურ ერთეულებში 30 შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მიზნად მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას, არსებული პრობლემებისა და შესაძლო გადაჭრის გზების გამოკვეთას ისახავდა.

საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ მთავარ გამოწვევას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე, სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება წარმოადგენს. ეს პრობლემები განსაკუთრებით მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში იჩენს თავს, სადაც სერვისებზე ხელმისაწვდომობა რიგი მიზეზების გამო რთულდება.

მისასალმებელია, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის მომზადების საფუძველი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება გახდა. ცვლილების მიხედვით, 17-დან 18-წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ასევე, დაზუსტდა ქორწინების რეგისტრაციის პატივსადები გარემოება და დებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026

დასავლეთ საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება მცირე ხნით შეეზღუდებათ

რომელი გამგებელი არ აკეთებს კომენტარს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო