https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა მოთხოვნებით შიმშილობს მოსახლეობა წყნეთში

1:06; 18.06.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

წყნეთის მოსახლეობამ შესაძლოა უახლოეს დღეებში თბილისი წყნეთის ცენტრალური გზა გადაკეტოს. პროტესტის ამ ზომას მოსახლეობა იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ თბილისის მერია და ვაკის რაიონის გამგეობა, რომელსაც წყნეთი ეკუთვნის, წყნეთში არსებული პრობლემით არ დაინტერესდება.

მოსახლეობის ინფორმაციით, წყნეთში სასაფლაოს ტერიტორია კიდევ ერთხელ გასხვისა, ალტერნატიული ფართი კი ამ დრომდე არ გამოუყვიათ.

როგორც "გურია ნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე მიცვალებულების დაკრძალვა კარგა ხანია ფეხით სავალ ბილიკებზე უწევთ, თუმცა ეს ადგილებიც უკვე შევსებულია.

მოსახლეობა აცხადებს, რომ 2011 წელს, სასაფლაოზე მიბმული ტერიტორია, რომელიც სასაფლაოს გაგრძელებად მოიაზრებოდა, უკანონოდ გასხვისდა, რის გამოც გამოძიება არის დაწყებული, თუმცა ახალი მეპატრონე აპირებს ადგილზე მშენებლობა დაიწყოს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

სასაფლაოს დაბრუნების მოთხოვნით, წყნეთის სამი მაცხოვრებელი – რეზო ხეჩუაშვილი, გოჩა ხეჩუაშვილი და ლევან გოგილაშვილი უკვე მე-5 დღეა შიმშილობს.

მათი თქმით, სანამ პრობლემა არ მოგვარდება, შიმშილობას არ შეწყვეტენ.

გარდა სასაფლაოს დაბრუნებისა, მოსახლეობა ითხოვს ასევე უკანონოდ გასხვისებული სტადიონის დაბრუნებასაც. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 1985 წლიდან, სტადიონი სამკერვალო ფაბრიკის საკუთრებაში იყო, თუმცა 2002 წელს ისიც ჩუმად გაიყიდა და მას შემდეგ რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა. მათ შორის, ბოლო მეპატრონე რამდენიმე თვის წინ.

მოსახლეობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია აქვს ვაკის რაიონის გამგებლის წარმომადგენელს წყნეთში, თუმცა, მისი თქმით, პრობლემა სამართლებრივად უნდა მოგვარდეს და არა პროტესტის უკიდურესი ზომით.

მიუხედავად გამგებლის წარმომადგენლის რჩევისა, ადგილობრივები გაჩერებას არ აპირებენ და უახლოეს დღეებში თბილისი წყნეთის გზის გადაკეტვას გეგმავენ.

მოშიმშილე რეზო ხეჩუაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მოსახლეობამ ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით რამდენჯერმე აცნობა ვაკის რაიონის გამგებელს, თვენახევრის წინ შეხვდნენ თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომლისგანაც მიიღეს დაპირება, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

"წყნეთის სასაფლაო, რომელიც არსებობდა და არის დაახლოებით 120 წლის, 2011 წელს ყალბი საბუთებით შეისყიდა ვინმე ნინუამ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, გიგა ბოკერიას ქვისლია. ეს ტერიტორია არის 6025 კვ.მ. გამოვიდა მთელი მოსახლეობა და წინ აღვუდექით ამ უკანონობას. დაახლოებით, თვენახევრის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული მისიის" დახმარებით, მის წარმომადგენელთან ერთად, შევხვდით დავით ნარმანიას, მივიღეთ დაპირება, რომ მოგვარდებოდა ეს პრობლემა, თუმცა პასუხი ნულია.

2010 წელს რომ გვაიძულეს და 400 ოჯახს საკუთრებაში არსებული მიწები ჩაგვაბარებინეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით გვემუქრებოდნენ, ერთი სასაფლაო რა გახდა, წყნეთისთვის, ამდენი მიწა გვაჩუქებინეს სახელმწიფოსთვის.  ამას არ დავთმობთ. მთელი წყნეთის მოსახლეობა გამოვა და რადიკალურ ზომებს მივმართავთ", _ ამბობს რეზო ხეჩუაშვილი.

წყნეთის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ სასაფლაოს ტერიტორიაზე თავისუფალი ადგილი, სადაც მიცვალებული შეიძლება დაასაფლაონ, აღარ დარჩა.

"უკვე გასავლელი გზებიც კი გამოვიყენეთ. მეტი ადგილი ფაქტიურად აღარ არის. სასაფლაო დაგვიბრუნონ, თუ არადა, აწი ვინცა გარდაიცვლება, იმ მიტაცებულ ადგილზე დავასაფლავებთ და მერე ჩვენთან პრეტენზიები ნუღარ ექნებათ. სოფელს ეკუთვნის და როგორც ჩვენ გვინდა ისე მოვიქცევით. მერე არ გვითხრან უკანონოდ იქცევითო. გაუკეთონ მონაცვლეობა და სხვა ტერიტორია მისცენ", _ ამბობენ ადგილობრივები.  

სასაფლაოს ტერიტორია რომ სოფელს უნდა დაუბრუნდეს ამაზე ვაკის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი წყნეთში ზურაბ  შაყულაშვილიც საუბრობს, როგორც მან "გურია ნიუსს" უთხრა, სასაფლაოსთვის ალტერნატიული ფართის საკითხიც განიხილება, თუმცა როდის შეიძლება ეს ტერიტორია სოფელს გადმოეცეს, ვერ აკონკრეტებს.

"სამი ალტერნატიული ფართი აქვთ შეთავაზებული სასაფლაოსთვის, გარდა ამისა, პროკურატურაშია საქმე და მოკვლევა მიმდინარეობს, რამდენად კანონიერად გასხვისდა 2011 წელს სასაფლაოს ტერიტორია. ვეთანხმები მოსახლეობას, რომ უკანონოდ არის გაყიდული; ეს ყოველთვის სასაფლაოს ტერიტორია იყო, ასე მოიაზრებოდა, თავისუფალი მიწის ნაკვეთი იყო", _ ამბობს შაყულაშვილი.

თუმცა, გამგებლის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ  სასაფლაოს ის ტერიტორია, რომელიც გასხვისდა, სოფელს რომც დაუბრუნდეს, 3-4 წელიწადში კიდევ ალტერნატიული ფართის გამოძებნა მოუწევთ, რადგან ის სასაფლაოსთვის საკმარისი არ იქნება.

განსხვავებული მოსაზრება აქვს მოსახლეობას. ისინი ამბობენ, რომ სოფლისთვის ეს ტერიტორია სასაფლაოდ გამოსაყენებლად, დაახლოებით 50 წლის განმავლობაში საკმარისი იქნება.

რაც შეეხება მოსახლეობის მეორე მოთხოვნას, სტადიონის სოფლისთვის დაბრუნებას, გამგებლის წარმომადგენელი ამ საკითხზეც ამბობს, რომ პრობლემა სამართლებრივი გზით უნდა გადაწყდეს და მოსახლეობა გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.

 "1985 წელს, ჯუმბერ პატიაშვილი რომ ცეკას პირველი მდივანი იყო, მე პირადად შევხვდი და ვთხოვე სტადიონი გაეკეთებინა. დაახლოებით 2 თვეში გაგვიკეთეს სტადიონი. ტურნირები და ჩემპიონატები კი ტარდებოდა. მაგრამ 2002 წელს როგორღაც ეს სტადიონი გასხვისდა. მანამდე წყნეთის სამკერვალო ფაბრიკის ბალანსზე იყო. 2002 წლის მერე კიდევ გასხვისდა ეს სტადიონი და ახლახან კიდევ გაიყიდა. ეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, მაგრამ უსამართლობის მეტი წყნეთისთვის არაფერი გაუკეთებიათ. კობიაშვილის და კალაძის სახლების გვერდით რომ გაიყიდება სტადიონი ვისი იმედი უნდა გვქონდეს? მოსახლეობას სხვა არაფერი დაგვრჩენია, ჩვენი უფლებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ", _ ამბობს მოშიმშილე რეზო ხეჩუაშვილი.

მისივე თქმით, 4-დღიანი შიმშილობის მიუხედავად მათი მდგომარეობით ვაკის რაიონის გამგეობიდან არავინ მისულა დაინტერესებულა.

"გამგეობის ეზოში ვათენებ და ვაღამებ, 4 დღეა აქ ვარ. არავინ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით, არც მერიიდან მოსულა ვინმე, არც გამგეობიდან", _ ამბობს ხეჩუაშვილი და დასძენს, რომ მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა წყნეთში თვითმმართველობის აღდგენაცაა.

გამგებლის წარმომადგენელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ პრობლემების შესახებ მერიაში და გამგეობაში უკვე იციან, თუმცა სამართლებრივი რეაგირების გარდა მათაც არაფერი შეუძლიათ.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, ვინ გააცნო მათ მოსახლეობის მოთხოვნები და იყო თუ არა მერიის ან გამგეობის წარმომადგენელი ადგილზე შაყულაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და არ ახსოვს, ვინ მივიდა ვაკის რაიონის გამგეობიდან მოშიმშილეებთან.

"გურია ნიუსი" ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, განმარტებისთვის ვაკის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა. დაპირების მიუხედავად, რომ საკითხზე კომენტარს კომპეტენტური პირებისგან მივიღებდით, მოგვიანებით ისევ წყნეთში გამგებლის წარმომადგენელთან გადაგვამისამართეს.

ზურაბ შაყულაშვილმა ჩვენთან განმეორებით საუბრისას აღნიშნა, რომ მისი პოზიცია ვაკის რაიონის გამგებლის პოზიციაა და ახალს ვერაფერს გვეტყოდა.

"პროცესს ვერანაირად ვერ დავაჩქარებთ, არავინ არ დარჩება ზემოდან. გარდა ამისა, სტადიონი, რაზეც მოსახლეობას აქვს პროტესტი, გასხვისდა 2002 წელს, ახლა კიდევ მოხდა გასხვისება ერთი პირიდან მეორეზე. ამ საქმესაც სამართლებრივი მოკვლევა სჭირდება. 

გარდა ამისა, 7000 კაციან მოსახლეობაში თქვენც ნახეთ, 20-მდე ადამიანია გამოსული და აპროტესტებს ამას, აქედან  3 ადამიანი შიმშილობს, დანარჩენები ასე რომ ვთქვათ, სეირის მაყურებლები არიან. ყველამ იცის, რომ ამ საკითხების გადაწყვეტას ვცდილობ. ეს პრობლემები მემკვიდრეობით მივიღეთ უხსოვარი დროიდან. ვეთანხმები, რომ მათი მოთხოვნები სამართლიანია და საზოგადოებრივი დანიშნულების არცერთი ობიექტი ასე არ უნდა გასხვისდეს და გაიყიდოს. მაგრამ რა ვუყოთ წინა ხელისუფლების დროს გასხვისებულ მიწებს? ამაზე გითხარით, რომ მოქმედებები მიდის. წყნეთი დიდი დასახლებაა და სასაფლაოს გარეშე რომ არ დარჩება, ეს ხომ ფაქტია? რაც გვაქვს გაუსხვისებელი მიწები, იქედან ვცდილობთ რომ ალტერნატიული ფართი გამოვძებნოთ", _ განაცხადა შაყულაშვილმა  ჩვენთან განმეორებით საუბრისას.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, მთავარი პროკურატურის და კერძო მესაკუთრეების პოზიციებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026

მოწმეებს უნდა აეკრძალოთ მედიასთან საუბარი - ანა დოლიძე

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე ქართველ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო