85 ხმით არცერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი აირჩია. მეორე კანდიდატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა 44 დეპუტატის ხმა მიიღო.
ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი მეორე ვადით აირჩა.
საქართველოს პარლამენტმა ქალდანი 2013 წლის 1 ივლისსაც აირჩია.
თამარ ქალდანი 1981 წლის 23 თებერვალს თბილისში დაიბადა.
– 2013 წლიდან – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
– 2008-2013წ. – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე/ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი;
– 2005-2007წ. – ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", სამართლის პროგრამის კოორდინატორი;
– 2004წ.-კორძაძის საადვოკატო ბიურო, ადვოკატი;
– 2003-2004წ. – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე/კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი;
– 2002-2003წ. – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კანონის უზენაესობის პროგრამის სამართლებრივი მრჩეველი;
– 2002წ. – დემოკრატიისა და არჩევნების საერთაშორისო ინსტიტუტი, კონსულტანტი;
– 2000-2001წ. – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რეგიონების განვითარების პროექტის კოორდინატორი;
მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე საერთაშორისო კონფერენციაში, სასწავლო პროგრამაში, ტრენინგსა თუ რეგიონალურ პროექტში იურიდიული დახმარების, საპროცესო უფლებების, ინფორმაციის თავისუფლების, ანტიკორუფციული ღონისძიებების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემებზე.
არის 10-მდე წიგნისა და ანგარიშის ავტორი და რედაქტორი, მათ შორის სამოქალაქო განათლების მე-10 კლასის სახელმძღვანელოს თანაავტორი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშის „აგვისტოს ნანგრევებში“ გამოცემაზე პასუხისმგებელი პირი, „როგორც მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია“ პუბლიკაციის რედაქტორი.
2014 წლიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხულობს ლექციებს კავკასიის სამართლის სკოლაში, თბილისის სახელმწიფო და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებში.
განათლება:
2007-2010წ. – კანადის მენეჯმენტის ინსტიტუტი/დელტის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
1998-2003წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა. მაგისტრთან გათანაბრებული
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული