ცნობილი ხდება, რომ პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში 26 ივნისს ქ.ოზურგეთში კონცერტს გამართავენ ჯგუფები ,"REGION" და "LOUDSPEAKERS".
ქალაქ ოზურგეთის კულტურის, განათლებისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსის, მარინა ჯაფარიძის თქმით, პროექტის ფარგლებში ოთხი კონცერტი გაიმართება და პირველი კონცერტი 26 ივნისს შედგება ღია ცის ქვეშ, "ჭადრების ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე.