დონბასში კიდევ ერთი რუსული ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას UKRINE TODAY ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 40-ზე მეტმა სატვირთო მანქანამ მოქალაქეებს დახმარება ჩაუტანა.
რუსეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, კოლონამ რუსეთ-უკრაინის საზღვარი საერთაშორისო კანონების შესაბამისად გადაკვეთა.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საბაჟომ და სასაზღვრო პატრულმა ტვირთი შეამოწმეს.
როგორც ცნობილია, რუსეთი, უკრაინის პროტესტის მიუხედავად, დონბასში სეპარატისტები მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2014 წლის აგვისტოდან გზავნის დახმარებას.
მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა მოსკოვს შეწყვიტოს მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ყოველგვარი ოფიციალური ნებართვის გარეშე საზღვრის გადაკვეთა.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კოლონას სეპარატისტებისთვის იარაღი მიაქვს, ხოლო ყოველი ასეთი ტრანზიტის შემდეგ დაძაბულობა მატულობს.