"ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო", _ ასე ეხმაურება ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავას დანიშვნას ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე.
როგორც ტრაპაიძე სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება ბევრ კითხვას აჩენს.
"ძალიან შორს ვარ და ბევრი არაფერი ვიცი,რაც ვიცი ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო და ბევრ კითხვას მიჩენს", _ წერს ტრაპაიძე.
შეგახსენებთ, რომ "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავა დღეს დაინიშნა.