ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რაჯოის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ, გაერთიანება ეკონომიკის რეფორმებზე უნდა იყოს ფოკუსირებული. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
"აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, თუ რა არის ევროკავშირის ხალხისთვის მნიშვნელოვანი,რაც ყველა ქვეყანასა და ევროპულ პროექტზე აისახება, ხოლო მოქალაქეებს აგრძნობინებს, რომ ჩვენ მათზე ვზრუნავთ,"_აცხადებს რაჯოი.
როგორც ცნობილია, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52-მა პროცენტმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.