ამ წუთებში სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. გამომძიებლებს ყოფილ პრემიერთან და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანთან კითხვები აქვთ ევრო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საქმეზე.
მერაბიშვილი ჩვენებას იძლევა 2014 წლის დეკემბერში ციხიდან მისი გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.
"ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ვანო მერაბიშვილი მისცემს ჩვენებას. ეს მან ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც ღია სასამართლო სხდომაზე დეტალებში აღწერა გაყვანის ეპიზოდი," – განაცხადა ადვოკატმა, ოთარ კახიძემ.