პარტია "ნინო ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატების" სახელით ოზურგეთში შესაძლოა კენჭი იყაროს ავთანდილ ჩხაიძემ.
"ეხლა უკვე ნამდვილად დამღალა ამ ჭორებმა და ზურგს უკან ჩურჩულებმა! ვაცხადებ, რომ კენჭს ვიყრი საპარლამენტო არჩევნებში ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან და შევეცდები დავიბრუნო სადეპუტატო მანდატი, რომელსაც გამოვიყენებ ოზურგეთელთა საკეთილდღეოდ და არა პირადი ინტერესებისთვის.ვისაც გჯერავთ მხარი დამიჭირეთ და შემდეგ პასუხიც მომთხოვეთ!"-წერს ავთანდილ ჩხაიძე სოციალურ ქსელში.
"გურია ნიუსი" კომენტარისთვის ავთანდილ ჩხაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს, იყრის თუ არა კენჭს ნინო ბურჯანაძის პარტიიდან.
"გადაწყვეტილება მიღებულია ჩემს მიერ და არაა შეთანხმებული პარტიის ლიდერთან" – გვითხრა ავთანდილ ჩხაიძემ,