ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
"ჩვენ პატივს ვცემთ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შეერთებული შტატებისთვის ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შეუცვლელ პარტნიორებად დარჩებიან,"_აცხადებს ობამა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მოსახლეობის 52%-მა დაუჭირა მხარი.