შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, ლანჩხუთში, საპატრულო ეკიპაჟსა და აცანის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღოლის არქიმანდრიტ მამა გაბრიელს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება მომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 166 და 173 მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს
საპატრულო ეკიპაჟის მხრიდან სასულიერო პირის ცემის ფაქტს შსს არ ადასტურებს:
"მამა გაბრიელი ავტომანქანით მოძრაობდა მაღალი სიჩქარით, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ გაჩერა. ნახა რა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, შესთავაზეს სახლში გადაყვანა, რასაც სასულიერო პირის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა პოლიციელების მისამართით. ოზურგეთს საპატრულო განყოფილებაში გადაყვანისას მამაომ მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა _ ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი არსებობს, თუმცა, ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, არ ხდება მისი გასაჯაროება", _ ამბობენ შსს პრესსამსახურში.