აცანის არქიმანდრიტი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით პოლიციელებმა ცემეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
"მედალფას" დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, მას ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა: "მამაოს შუბლიდან ჰქონდა სისხლდენა, რაც გამოწვეული იყო ბლაგ საგანზე თავის მირტყმით. კონკრეტულად, რაზე მიარტყა თავი, ჩვენ ვერ გეტყვით _ ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს", _ გვითხრა მდინარაძემ.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მამაო ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.