7 ივლისს, ლანჩხუთი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ფოლკლორის (ქორეოგრაფიული) საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი "კავკასია 2016"-ს უმასპინძლებს.
გარდა ლანჩხუთისა წელს ფესტივალი დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქს მოიცავს. კერძოდ, ფესტივალის ფარგლებში კონცერტები გაიმართება ფოთში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ბათუმში.
აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთმა ქორეოგრაფთა კავშირის პატრონაჟით ჩატარებულ ფესტივალს მასპინძლობა გასულ წელსაც გაუწია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთის, თურქეთის, ყაზახეთის, სომხეთი, მოლდოვას, ირანის, რუსეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების შემოქმედებითი კოლექტივები.