თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი ყველა სამხილი მიუთითებს, რომ ტერორისტული აქტის უკან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, თურქული საინფორმაციო სააგენტო „ჰურიეტი“ ავრცელებს.
ილდირიმის განმარტებით, პოლიცია და შეიარაღებული ძალები დამნაშავის იდენტიფიცირებას ცდილობენ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ თავდამსხმელები ათათურქის აეროპორტში ტაქსით მივიდნენ.
მოგვიანებით კი, სამივე მათგანმა თავი აიფეთქა, თუმცა დეტონატორის ამოქმედებამდე პოლიციას აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს.
ილდიმირი არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 140-ზე მეტი კი დაშავდა, მათ შორის ექსვის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, წუხელ თურქეთში მომხრდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.