THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდორანი ეხმაურება.
მისი თქმით, მსოფლიო მთავრობები და სრულიად კაცობრიობა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა გაერთიანდეს.
"ბომბი რომელიც დღეს სტამბოლის აეროპორტში აფეთქდა მსოფლიოს ნებისმიერ აეროპორტში შესაძლებელია აფეთქებულიყო. ტერორისტული ორგანიზაციებისთვის არ არსებობს განსხვავება სტამბოლისა და ლონდონის, ანკარასა და ბერლინის, იზმირის ან ჩიკაგოს, ანტალიას ან რომის აეროპორტებს შორის. იმ შემთხვევაში თუ ყველა მთავრობა და მთელი კაცობრიობა არ შეუერთდება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მოხდება ის, რისი წარმოდგენაც დღეს გვეშინია,"_განაცხადა ერდოღანმა.
როგორც ცნობილია, აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 36 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 140-ზე მეტი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე შავებში ჩაცმულმა კაცმა მოულოდნელად ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ესკალატორზე დაეშვა, რასაც 2 აფეთქება მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სამხილები „ისლამურ სახელმწიფოზე“ მიუთითებს.
ამავე თემაზე: