სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული სოფელ დუისის მკვიდრი, უმარ მარგოშვილია.
მარგოშვილი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა.
როგორც ცნობილია, გუშინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამ შემთხვევაში გარდაცვლილი 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილია.