თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, საშუალება ეძლევათ აღნიშნული თანხა ეტაპობრივად – თორმეტი თვის განმავლობაში დაფარონ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"თბილისის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში – 2.5 ლარი, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში – 2 ლარის ოდენობით", _ ნათქვამია განცხადებაში.