ინტერნეტში ათათურქის აეროპორტში მომხდარი კიდევ ერთი აფეთქების ვიდეო კადრები გავრცელდა. სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს როგორ გარბის ხალხი და რამდენიმე წამში ჩანს აფეთქება.
ბოლო ინფორმაციით, რომელიც სტამბოლის მთავრობამ გაავრცელა, ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 41 და დაშავებულია 239 ადამიანი.
ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის თურქეთის 23 მოქალაქე და 13 უცხოელია.
თურქეთში 29 ივნისი გლოვის დღეს გამოცხადდა. სახელმწიფო დაწესებულებებზე დაშვებულია დროშები.