საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შესვლის აღსანიშნავად, ვილნიუსის სიმბოლო – ანგელოზი საქართველოს დროშის შარფით შეამკეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლიტვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანგელოზი საქართველოს დროშის შარფით ვილნიუსის მერმა რემიგიუს შიმაშიუსმა და საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეამკეს.
ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 30 ივნისს და1 ივლისს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატების აღსანიშნავად საჯარო კამპანიის ჩატარებაა დაგეგმილი.