რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "The Times" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა რომ უახლოეს დღეებში ინგლისის ეროვნულ გუნდს ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი გუუს ჰიდინკი ჩაიბარებს.
საფრანგეთში მიმდინარე ფეხბურთელთა ევროპის პირველობაზე ინგლისის ნაკრებმა სამარცხვინოდ იასპარეზა და მერვედფინალურ სტადიაზე "ისტორიული მარცხი" განიცადა ისლანდიის ეროვნულ გუნდთან. იმ შეხვედრის შემდეგ გუნდის თავკაცი როი ჰოჯსონი თანამდებობიდან გადადგა.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებს ჰოჯსონის ნაცვლად ბრიტანელი ფეხბურთის სპეციალისტის დამიშვნა სურდათ. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილს სემ ელერდაისი, ალან პარდიუ, ედი ჰოუ და სტივ ბრიუსი უმიზნებდნენ.
რამდენიმე დღის წინ ინგლისურო ფეხბურთის მამებმა ნაკრების წამყვან მოთამაშეებთან კონსულტაციები გაიარეს. აღმოჩნდა რომ თავად ფეხბურთელებს უცხოელი მწვრთნელი სურდათ.
ამის შემდეგ ბრიტანულმა სპორტულმა მასმედიამ ინგლისის ნაკრების სავარაუდო მესაჭეებად არსენ ვენგერი და იურგენ კლინსმანი დაასახელა.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა რომ ამ "კონკურსში" გუუს ჰიდინკმა გაიმარჯვა.
The Times