5-6 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ მოსალოდნელია სეტყვა. კერძოდ, კახეთში, ასევე მთასა და მაღალმთაში. ძლიერი წვიმის შედეგად მოსალოდნელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა და ღვარცოფები. არ არის გამორიცხული მეწყრული მოვლენებიც.
დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით 26-31 გრადუსი იქნებაა, აღმოსავლეთ საქართველოში – 24-29 გრადუსი, თბილისში – 26 გრადუსი.
თბილისში ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
7 ივლისს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. საქართველოში დღისით ტემპერატურა 29-34 გრადუსამდე აიწევს, თბილისში – 32 გრადუსი იქნება.
8 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ იწვიმებს, ზოგან ძლიერადაც. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით 22-27 გრადუსი იქნება.
9-11 ივლისს კი ქვეყნის უმეტეს რაიონებში გამოიდარებს.