საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გააუქმა რეგისტრაცია სარეფერენდუმო შეკითხვაზე, რომელიც ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების მხარდაჭერას ეხება.
ცესკოს ცნობით, 4 ივლისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა სარეფერენდუმოდ წარდგენილი შეკითხვა – "გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?"
შეკითხვა ცესკოში საინიციატივო ჯგუფმა ზურაბ თოლორაიას, გიორგი ყორღანაშვილის, კახა ნიქაბაძის, ბადრი კვირიკაშვილის, პეტრე გოგოსაშვილის, თეიმურაზ ცისკარიშვილის და დავით კუჭავას შემადგენლობით წარადგინა.
ცესკოს განმარტებით, შეკითხვის რეგიტრაცია გაუქმდა იმიტომ, რომ საინციატივო ჯგუფმა საჭირო 200 ათასი ხელმოწერა ერთი თვის ვადაში ვერ წარმოადგინა,
რაც ცესკოს მისცემდა საშუალებას, განეხილა ეს საკითხი და ასევე განსახილველად გადაეცა საქართველოს პრეზიდენტისთვის.
ცესკომ აღნიშნული შეკითხვა 2016 წლის 29 მარტს დაარეგისტრირა, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფს ერთთვიანი ვადა ჰქონდა ცესკოში ხელმოწერების წარსადგენად.