პროექტი "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მტკიცება, თითქოს თინა ხიდაშელმა ნატოს საწრთვნელი ცენტრის საქართველოში ფუნქციონირებას არალეგალური უწოდა, მცდარია.
"29 ივნისს, ინტერნეტპორტალმა "საქინფორმ"-მა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოში ნატო-საქართველოს საწრთვნელი ცენტრის ფუნქციონირებას არალეგალური უწოდა. ინფორმაცია, სათაურით "სკანდალი! თინა ხიდაშელმა აღიარა, რომ ნატოსთან ერთობლივი სასაწავლო ცენტრი საქართველოში არალეგალურად არსებობს”, თავდაცვის მინისტრის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება.
27 ივნისს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართველდა უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე ქართული მხარე ნატო-საქათველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ნატოს სტრუქტურაში ოფიციალურ ჩართვას მოელოდა.
თავდაცვის მინისტრის ეს ხედვა სამინისტრომოფიციალურ Twitter-ზეც განათავსა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამ ეტაპზე არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო, ბუნებრივია სასწავლო ცენტრი ალიანსის ოფიციალური სტრუქტურის ნაწილი ვერ იქნება, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ცენტრის ფუნქციონირება არალეგიტიმურია.
სასწავლო ცენტრის გახსნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიების პაკეტის (The Substantial NATO-Georgia Package (SNGP)) ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ალიანსმა უელსის სამიტზე მიიღო. ნატო-საქართველოსერთობლივი წრთვნისა და შეფასების ცენტრი (Joint Training and Evaluation Centre (JTEC)) კრწანისში, 2015 წლის 27აგვისტოდან სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებს. მის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი ესწრებოდნენ. ნატოს წრთვნისა და შეფასების ცენტრი ამჟამად საქართველოს გაერთიანებული შტაბის წრთვნისა და სამხედრო განათლების სარდლობასექვემდებარება. ცენტრის სამომავლო განვითარება გულისხმობს მის, როგორც ტექნიკურ დახვეწას, ასევე ნატოს საწრთვნელ სისტემაში ჩართვას, რომლის მიღწევას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის ვარშავის სამიტზე იმედოვნებს.
საწრთვნელი ცენტრის პერსონალი საქართველოს 80-მდე მოქალაქედა ოფიცრისგან შედგება. ცენტრში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან დანიელი, ლიტველი,ლატვიელი, ნორვეგიელი და აშშ სახმედრო ოფიცრები არიან წარმოდგენილი.
2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ უელსის სამიტზე მიღებული SNGP-ის ფარგლებში გარდა სასწავლო ცენტრისა, გათვალისწინებულია თავდაცვის ინსტიტუციურიაღმშენებლობის სკოლის (Defence Institution Building School (DIB School) დაარსებაც. ნატოს საწრთვნელი ცენტრი სრულიად ლეგალურად ფუნქციონირებს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
ცენტრის შემდგომი განვითარების ეტაპი მისი ნატოს სწავლების სისტემაში გაწევრიანებაა. ამიტომ განცხადება, თითქოს ნატო-ს საწრთვნელი ცენტრი საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს, წარმოადგენს დეზინფორმაციას.